Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ... - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი და რა ელით მშობლებს ძაღლის წელში
ambebi.ge
11 December 2017, 17:20
ცნობილი ასტროლოგი მიშა ცაგარელი შვილებთან ურთიერთობისას ასტროლოგიას ხშირად მიმართავს. მისი თქმით, ითვალისწინებს შვილების ფსიქოტიპს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და იმ დროს არჩევს, რომელიც ამა თუ იმ საქმისთვის უფრო სასიკეთო პერიოდია.

ცაგარელი mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს, როგორ მოახერხა, რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა და თუ როგორია ძაღლის წელი მომავალი დედებისთვის...

- ზოდიაქოს მიხედვით კურო ვარ და ოჯახურ იდილიას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩემი ურთიერთობა საკმაოდ კარგი იყო არა მხოლოდ მშობლებთან, არამედ ბებიებთან და ბაბუებთანაც. ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); დადებითად მოქმედებდა და ამიტომაც ბავშვობის გახსენება ძალიან მიყვარს. სკოლამდე ბებია-ბაბუასთან ვცხოვრობდით სოხუმში, სადაც ორსართულიანი, უზარმაზარი სახლი გვქონდა და ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იქ გავატარე. უამრავი ბავშვი იყო, ათასი საინტერესო რამ ხდებოდა და ძალიან მრავალფეროვანი იყო ჩვენი ყოველდღიურობა. საახალწლო ფერია მახსოვს ძალიან საინტერესო, გრანდიოზული ნაძვის ხეც გვედგა, აგიზგიზებული ბუხარი სახლში და უამრავი კარგი რამ მაქვს გასახსენებელი... შემდეგ იყო მშობლებთან ცხოვრება თბილისში და სკოლის პერიოდი. აქაც ძირითადად სულ კარგი მახსენდება, მითუმეტეს როცა საუბარია მშობლებთან ურთიერთობაზე. რაღაც პრობლემები ყველგან და ყოველთვის არის, მაგრამ კარგი უფრო მეტი იყო! შემდეგ მე თვითონ გავხდი შვილების პატრონი...

- მეგობრული მამა ხართ თუ მკაცრი?
- ქალ-ვაჟი მყავს და ახლა უკვე საკმაოდ დიდები არიან... მგონია, რომ არ ვიყავი ცუდი მშობელი. ყოველთვის ძალიან ზომიერი ურთიერთობა მქონდა მათთან. არ ვიყავი ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან ხოლმე შვილებს და აბოდებთ. თუმცა არც უყურადღებო მამა არ ვყოფილვარ! შაბათ-კვირას დამყავდა ზოოპარკში, ცირკში, სხვადასხვა გასართობ ადგილებზე... ზამთარ-ზაფხულის კურორტები - ბაკურიანი, ბათუმი არ დაკლებიათ... ვზრუნავდი მათ ჯანმრთელობაზე: სპორტზე დავატარებდი. არანაირი კონფლიქტი შვილებთან არ მქონია  განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი